ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს. ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ ღამის 23:30 საათზე დაიწყო.
კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყო. სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგოლის კალენდრით აღნიშნავს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აპრილს იზეიმებს.