LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატიანი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისთვის ემზადება

575

7 მარტს, კატიანის ინიციატივით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები კატებს დახატავენ.

ეს კატიანისა და ბაბალეს ერთობლივი პროექტია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები კატიანის პროდუქციაზე დაიპრინტება და ბაბალეში გაიყიდება 13-დან 21 მარტის ჩათვლით.

შემოსული თანხის ნახევარი კი ბაბალეს გადაეცემა.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ნამუშევრები დაიპრინტება ჭიქებზე, ჩანთებზე, ბლოკნოტებსა და წიგნის სანიშნებზე.

კატიანი არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა აქსესუარებს (მაისურებს, ჭიქებს, ჩანთებს, ბლოკნოტებს, წიგნის სანიშნებს, გულსაბნევებსა და სტიკერებს) მრავალფეროვანი კატების გამოსახულებით ამზადებს.


ლეგენდა შექმნილია ბავშვობის საყვარელი ლექსის მიხედვით.
კატიანის ლეგენდის თანახმად, მოვლენები ასე განვითარდა:

ერთმა უწყინარმა და ცელქმა ფისომ, ვაზა გადმოაგდო. გაბრაზებულმა ბებომ არც აცია, არც აცხელა და ფისო დაასმინა ცხელ გულზე. ჰოდა, სამართალდამცავმა ორგანოებმა ის დაიჭირეს და საკანში მოათავსეს.

როცა ბებო გონს მოეგო, ითხოვდა კატიანის გათავისუფლებას, მაგრამ ამაოდ.
ბებო კატიანს ციხეში მოსანახულებლად ეწვია.
მოუსვენარი, შემოქმედებითი და დაუღალავი კატიანი საკანში უსაქმოდ ვერ ჩერდებოდა და სამუშაო პირობების შექმნას ითხოვდა.

ეს ფაქტი, ბევრმა მედიასაშუალებამ გააშუქა, როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა. მოთხოვნამ შედეგი გამოიღო და კატიანს საკანში სამუშაო ინვენტარი შეუტანეს.

მოსამართლე მოსლი, რომელიც ძალიან საინტერესო კატამიანი იყო, უყურა მსჯავრდებულს, უყურა და გადაწყვიტა, რომ შრომისმოყვარეობის გამო კატიანი ციხიდან ვადაზე ადრე გაეთავისუფლებინა.

გამოვიდა კატიანი ციხიდან და დაიწყო წარმოება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები