LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ..” – რას ჰყვება გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მული

3042
BeFunky-collage (1)

17 მარტს, ქართველი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. შეგახსენებთ, რომ მან ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და ცუდად გახდა… სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მეგი 27 წლის იყო.

ჰყავდა მეუღლე, მანუჩარ კობახიძე და 2 მცირეწლოვანი შვილი.

ირკვევა, რომ მეგი ბაქრაძის ოჯახის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ მეგი ბაქრაძის მული, თამარ კობახიძე, ,,სარკესთან” საუბრობს.

“კატასტროფა ხდება ჩემი ძმის სახლში, მტერს არ ვუსურვებ, ისეთი ამბავია. ჩემი ძმა დილით გადის, ღამე მოდის და მაშინაც არ უნდა სახლში შესვლა. ყველა ცრემლიანია…

შიგნით რა მოხდა, ვიდეოჩანაწერი არსებობს, მაგრამ არავინ გვაჩვენებს. ჩემი ძმები და მამიდაშვილი შევიდნენ კლინიკაში, მეგიზე რომ უთხრეს, ცუდადააო, სადაც ფაქტობრივად. არავინ დახვდათ. პირდაპირ დაადგნენ თურმე მეგის თავზე. ჩემი მამიდაშვილი ამბობს, რაც იქ ვნახეთ, ის მანუჩარს არ უნდა დაენახაო. მეგი ვერ ვიცანით, იმხელაზე იყო გასიებული, თვალები დაქაჩული ჰქონდა და შიშველს კისრამდე გადაფარებული ჰქონდა ზეწარიო. არც სუნთქვის აპარატი, არც გადასხმა, არაფერი ჰქონია შეერთებული…

მთელი ის სცენა ხომ ჩემი ძმის თვალებიდან არასოდეს ამოვა. ერთ წუთში თუ კარგადაა, მეორე წუთში ცუდად ხდება. ადის სასაფლაოზე და ახლოს ვერ მიდის, ვერ ეკარება, შორს დგას. ოთახში შედის და უაზროდ ტირის, მისჩერებია სურათებს და… ერთ წუთში ამბობს, რომ აღარ უნდა ცხოვრება, მეორე წუთში ბავშვებზე ფიქრობს…

მეგის ოთახი დღემდე ისეა, როგორც იმ დღეს იყო, როცა უკანასკნელად გავიდა სახლიდან. ჩემმა ძმამ მუზეუმივით აქცია ის ოთახი. დედაჩემი ყველაფერს ისე დებს ადგილზე, როგორც მეგის ედო. ისე კიდია ტანსაცმელი, როგორც მანამდე”

„მეგი, ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, დღეს გავიდა ერთი წელი, როცა…“ – მეგი ბაქრაძის დედის ემოციური წერილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები