კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურის განცხადებით, ე.წ. რეფერენდუმის შედეგად, კატალონიის მოსახლეობამ მოიპოვა უფლება, ჰქონდეთ საკუთარი, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა ესპანეთის მოსახლეობას საგანგებო განცხადებით მიმართა. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კატალონიის რეგიონული მთავრობის მიერ ორგანიზებული ე.წ. რეფერენდუმი არაკონსტიტუციურია.
კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი რამდენიმე საათის წინ დასრულდა. ესპანეთის ხელისუფლება ყველანაირად შეეცადა პროცესის ჩაშლას. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. რეგიონის მასშტაბით სულ 2 315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312 მათგანის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.