ლეო მესი არა მარტო „ბარსელონას“, არამედ მთელი კატალონიის ხატია. ამას მტკიცება არც უნდა, მაგრამ მტკიცებულება არის, თან ორი.
ჯერ ერთი, მესიმ კატალონიის სამთავრობო ჯილდო – წმინდა სანტ ჟორდის ჯილდო მიიღო. ფეხბურთელებიდან ეს ჯილდო მარტო იოჰან კრუიფს აქვს მიღებული.
ლეოს ახალი ტროფეი.
მესის პრესტიჟული სამთავრობო ჯილდო მისცეს (ფოტო)
მეორე: 2000 წელს ავტონომიურ საზოგადოებაში დარეგისტრირებულია მხოლოდ ოთხი ახალშობილი სახელად ლეო. 2017 წელს ლეო დაარქვეს 443 ბავშვს – სახელმა მე-12 ადგილი დაიკავა რეგიონში პოპულარობით. პოპულარობის ზრდა 17 წლის განმავლობაში – 3927,27%!
სწორედ 2000 წელს გადავიდა მესი „ბარსას“ აკადემიაში. 2004 წელს, როდესაც არგენტინელს დებიუტი ქონდა ძირითად გუნდში, კატალონიაში 14 ლეო დაიბადა. ყოველწლიურად ეს ციფრი მატულობდა.
კატალონიაში 17 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული სახელების გრაფიკი Ràdio Barcelona-ს ჟურნალისტმა ჟორდი მარტიმ განაახლა. 2018 წლის მონაცემები ჯერ არ არის.
პოპულარობის პიკი 2015 წელზე მოდის – 454 ლეო დაიბადა.
„ბარსელონამ“ იმ წელს ტრებლი მოიგო, მესიმ „ოქროს ბურთი“ მეხუთედ.
საინტერესოა, რომ ყველაზე პოპულარული სახელების რეიტინგში 2017 წელს ლეოს გვერდით არის პაუ. როგორც ჩანს, მკვიდრი კატალონიელი და ნბა-ს ორგზის ჩემპიონი პაუ გასოლი რეგიონში არანაკლებ უყვართ.