ესპანეთის მთავრობა საკუთარ ამოცანად კატალონიაში კანონის აღდგენასა და არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რახოიმ, განაცხადა.
„პირველ რიგში, საჭიროა, კანონიერება აღვადგინოთ. ამიტომაც ავამოქმედეთ კონსტიტუციის 155-ე მუხლი. შემდეგ უნდა ჩავატაროთ არჩევნები ექვსი თვის განმავლობაში,“ – აღნიშნა მარიანო რახოიმ.
მან კატალონიის მთავრობას ნორმალური თანაცხოვრების აღდგენისკენ მოუწოდა.
მარიანო რახოის განცხადებით, „სიტუაცია საკმაოდ რთული გახდა, ვინაიდან კატალონიის მთავრობის თავმჯდომარემ და ჟენერალიტეტმა საკუთარი თავი კანონგარეშედ დააყენეს“.