უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.
ადგილობრივების ცნობით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.