LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში დააკავეს მამა, რომელმაც შვილს მოზარდის მიმართ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოუწოდა

153
845c61ff8d6b0df90

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ი. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის რ.ი.-სთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს.

“სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.ი. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები