კასპის მუნიციპალიტეტში 10 სოფლის გაზიფიცირების პროექტირების სამუშაოები ჩატარდება. ეს სოფლებია: მეტეხი, ზემო ჩოჩეთი, გომი, ნიაბი, ახალქალაქი, დოესი, თელიანი, ზემო ხანდაკი, იგოეთი და მრგვალი ჭალა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ეს არის იმ სოფლების განახლებული ნუსხა, რომელთა გაზიფიცირების პროექტირების საკითხმა მიმდინარე წლის გეგმაში გადმოინაცვლა.
”ამ სოფლებში პირველი ეტაპზე პროექტირების სამუშაობი ჩატარდება და შემდგომ მშენებლობა დაიწყება. ჯამში დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის 18 სოფლის გაზიფიცირება“, – აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტში.