LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს

223
ლამისყანა

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ადამიანის კიდურები იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადამიანის კიდურები ადგილობრივებმა იპოვეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ადამიანი გარეულმა ცხოველმა შეჭამა.

„გარეული ცხოველისგან არის სავარაუდოდ დაგლეჯილი და შეჭმული. თავის სახლთან ახლოს იპოვეს“ – ამბობს მერის წარმომადგენელი ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი ჭიხინაშვილი.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები