LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასიანოვი: ფრენების შესაძლო აღდგენისა და რუსების მასობრივი შემოდინების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავთ საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას

146
ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში რუსების შემოდინების გამო საფრთხე იქნება, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს.

ანდრეი კასიანოვმა ამის შესახებ „ევოპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხზე საუბრის დროს განაცხადა. 

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდის შემთხვევაში,  საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განვიხილოთ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების საკითხი..

ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავე დროს, ყველაზე ოპტიმალურად სახმელეთო ტრანსპორტი მიგვაჩნია.

ხაზს ვუსვამ: თუ მათ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება. ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად, ჩვენ ვიმუშავებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა კასიანოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები