LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშიას ვიტესი საზეიმოდ გააცილებს

39

1 დეკემბერს “ვიტესი” საზეიმოდ გააცილებს გურამ კაშიას – კლუბის ლეგენდად ქცეულ ქართველს, ვინც არნემში წარმატებულ კარიერას წერტილი მცირე ხნის წინ დაუსვა და ახლა ამერიკული “სან ხოსეს” ღირსებას იცავს.

გაცილება კი ჰოლანდიური ერედივიზიონის მატჩისას შედგება, როცა “ვიტესი” “ემენს” მიიღებს.

31 წლის კაშიამ “ვიტესის” მაისურით ერედივიზიონში 244 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი შეაგდო. გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის მატჩებზე დღესაც პლაკატებით დადიან, რომელზეც კაშიას დიდი პორტრეტია გამოსახული.

გურამ კაშიას პროფესიული კარიერა 2006 წელს თბილისის “დინამოში” (91 მატჩი, 12 გოლი) დაიწყო, “ვიტესში” კი 2010 წელს გადავიდა.

ის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც 66 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

 

 

 

lelo.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები