LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშიამ ამერიკა აირჩია: ევროპას ვაკოსთან ყოფნა ურჩევნია

48

გურამ კაშია მალე ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს. ჰოლანდიური გამოცემა telegraaf.nl-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ ცენტრალურ მცველს კალიფორნიული „სან ხოსე“ იწვევს.

„გურამ კაშიამ ჰოლანდიაში სეზონის დასრულებისთანავე განაცხადა, რომ ამერიკაში წასვლითა და ახალი თავგადასავლებით დაინტერესდა. „ვიტესი“ უკვე ინფორმირებულია, რომ ქართველი მცველი მომავალი სეზონიდან ახალ გუნდში ითამაშებს და მისი შემცვლელიც მოძებნეს – შვეიცარიული „ციურიხის“ დანიელი რასმუს ტელანდერი“ – წერს telegraaf.nl.

მეორე გამოცემა vi.nl ამტკიცებს, რომ გარიგება 99 პროცენტით გადაწყვეტილია და ახლა მხოლოდ ხელშეკრულების დეტალებს ათანხმებენ:
„კაშიას უფრო ძლიერ ევროპულ ლიგებშიც იწვევდნენ. მას „ვიტესის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, რუსი ლეონიდ სლუცკიც ელაპარაკა და ცდილობდა, რომ დარჩენაზე დაეთანხმებინა. მაგრამ მან ამერიკული ოცნება და ყოფილ თანაგუნდელ ვაკო ყაზაიშვილთან თამაში ამჯობინა“.

31 წლის ქართველ მცველს ამერიკაში უახლოეს დღეებში ელოდებიან – კაშია სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ „სან ხოსეში“ 2017 წლიდან საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები