არნემის ”ვიტესს” ახალი რეკორდსმენი და ლეგენდა ყავს: გურამ კაშია!
ქართველი ფეხბურთელი ამ კლუბის ისტორიას სამუდამოდ შემორჩება.
ჰოლანდიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში „ვიტესმა“ გასვლაზე “ალკმაართან“ 3:4 წააგო. საქართველოს ნაკრების მცველმა გუნდი კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და შეუცვლელად ითამაშა. ეს 30 წლის ფეხბურთელისთვის „ვიტესის“ რიგებში ჩატარებული 243-ე შეხვედრა იყო, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდოა (აქამდე 242 მატჩიანი რეკორდი ტეო იანსენს ეკუთვნოდა,).
კაშიას რეკორდის დამყარება შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებმა და მწვრთნელებმა მიულოცეს. კაშიას რეკორდის ვიდეო კი „ვიტესის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.