LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარუსელზე ტრიალი რომ გგონიათ ჯომარდობა, ფულზე დახამებულები ყველაფერს კადრულობთ, მაგიტომაც მოხდა ეს“ – სოფო ხაჭაპურიძე ჯომარდობისას მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

509
სოფო

დღეს, მდინარე არაგვზე ჯომარდობისას ტურისტი დაიღუპა, მძიმედ არის მცირეწლოვანი ბავშვიც. აღნიშნულ ტრაგედიას სოფო ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჯერ ჯომარდობის სეზონი არ არის.

“არა, ესე იგი, რომ ვაფრთხილებთ ხალხს, რომ არ შეიძლება და დაუშვებელია, საშიშია, არაპროფესიონალებს არ ენდოთ… – აი თქვენ ბიზნესი გადარდდებთ და რა მარტო თქვენ უნდა გქონდეთ ჯომარდობის სერვისიო? რომ არ იცით ნავის მართვა, უსაფრთხოების წესები, რომ არ იცი სეზონის შეფასება და მდინარის შესაბამისად მოქმედება, წარმოდგენა, რომ არ გაქვს უსაფრთხოებაზე და კარუსელზე ტრიალი რომ გგონიათ ჯომარდობა, რომ არ ემორჩილებით ელემენტარულ წესებს და ფულზე დახამებულები ყველაფერს კადრულობთ, მაგიტომაც მოხდა ეს!!!!!

დღეს მეკითხებიან – არ გახსენით სეზონიო?

არა მეგობრებო, არაააააა!!!!! სახიფათოა, სიცივეა, არაკომფორტულია ტურისტისთვის!!!!

რატომ არ იცავთ უსაფრთხოების წესებს? ახსენით ნავების პატრონებო!!!! 2 ლარიანი პარკის ნავებით და სათამაშო ნიჩბებით რომ უკეთებთ დაშვებას და თავი პროფესორებად მოგაქვთ…. როგორ ბედავთ ადამიანის სიცოცხლით თამაშს? ვინ მოგცათ ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ფულის კეთების უფლება?

მერე იტყვიან კიდევ რამეს….. გადაჭედილია არაპროფესიონალებით განსაკუთრებით ფასანაურის მიმართულება…. არ გაბედოთ და არ გაეკაროთ ამ საქმიანობას შესაბამისი სერტიფიკატების გარეშე!

2007 წლიდან ჩვენი კომპანია ახორციელებს საჯომარდო დაშვებებს და მაქსიმალური ექსცესი იყო ტურისტის მიერ დაშვების დასრულებისას ნაპირზე ფეხის ასრიალების შედეგად ხელის თითის ტრავმა. იცით რატომ? იმიტომ რომ პროფესიონალები აკეთებენ საქმეს !!!!

ამ ჯგუფს მიყვებოდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კაიაკერი? თუ საერთოდ არ იციან ეს რას ნიშნავს? ალბათ არც გაუგიათ….

მოკლედ რა…..“ – წერს ხაჭაპურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები