თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე საავტომობილო გზა დაზიანდა, რის გამოც მოძრაობა დროებით აიკრძალა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მიმდინარე წლის 4 ივნისის 21:00 საათიდან კარტოზიას ქუჩაზე, დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების გამო, სრულად აიკრძალა საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, კარტოზიას ქუჩის და ყაზბეგის გამზირის კვეთიდან ცინცაძის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის კვეთამდე (პანდუსამდე). ცინცაძის ქუჩიდან კარტოზიას ქუჩის მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი პანდუსის გავლით გაემართება ახალ გზაზე, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. კარტოზიას ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილებას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.