LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარტოფილის ახალი ჯიშები ფერმერებისთვის – ნიმუშები პერუდან ჩამოიტანეს

691
potatoes-1024x530

მეკარტოფილეობის დარგის პოპულარიზაციისა და მეკარტოფილე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით გაიმართა ღონისძიება, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი იყო მეკარტოფილე-ფერმერებისთვის და აგრარული დარგის სპეციალისტებისთვის გაეცნოთ კარტოფილის ახალი ჯიშები, რომელიც პერუდან საქართველოში შემოტანილი სპეციალურად ჩამოიტანეს. კარტოფილის 30 ჯიშის გამოფენა-დეგუსტაციის გარდა, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს შესახებ გადაღებული ფილმის „შეარჩიე საუკეთესო და მიიღე მეტი მოსავალი“ პრეზენტაციაც გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. მხარეებმა ერთობლივად შეიმუშავეს მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე კარტოფილის ჯიშების სათესლე მასალის წარმოების, მოსავლიანობის გაზრდის და დივერსიფიკაციის კვლევების ხუთწლიანი პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შეირჩა 10-მდე ახალი კარტოფილის კლონი, რომელიც საკარანტინო დაავადების მიმართ გამძლეა.

სათესლე მასალის ხარისხის გაუმჯობესების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 280-მდე ფერმერი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის 34 წარმომადგენელი და 90-მდე მეცნიერი. შეიქმნა სპეციალური  სახელმძღვანელოები  ფერმერებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისთვის.

„კარტოფილის კულტურა ერთ-ერთი წამყვანია სოფლის მეურნეობაში. საქართველოს აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, როგორც სათესლე, ისე სამეურნეო დანიშნულების კარტოფილი. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში შემოვიტანოთ მაღალი ხარისხის, პერსპექტიული ჯიშები, დავნერგოთ წარმოების თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების კარტოფილის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა და გავიტანოთ ქართული პროდუქცია ექსპორტზე“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  იური ნოზაძემ.

კარტოფილის ჯიშები, რომლებსაც კიბოსადმი გამძლეობა აღმოაჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები