LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლოს პუჩდემონი ხალხს “დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდებს

92

კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი კარლოს პუჩდემონი აცხადებს, მადრიდის ქმედებები კატალონიელების თავისუფალ ნებას ეწინააღმდეგება. ის კატალონიის მოსახლეობას მოუწოდებს  რეგიონის შიდა მმართველობას “დემოკრატიული წინააღმდეგობა“ გამოუცხადონ.  ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

პუჩდემონის მიმართვიდან იკვეთება, რომ ის საკუთარ თავს და მთავრობას  გადაყენებულად არ მიიჩნევს. ეს იყო პუჩდემონის პირველი გამოსვლა მას შემდეგ რაც კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ამის საპასუხოდ კი ესპანეთმა რეგიონს ავტონომია გაუუქმა. პუჩდემონის ეს მიმართვა ქალაქ ჟირონაში, ბარსელონადან 100 კილომეტრში ჩაიწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები