LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარლეს პუჩდემონმა ბერლინში დროებითი თავშესაფარი მიიღო

105

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ბერლინში დროებითი თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბერლინში სასამართლო პროცესის დასრულებამდე დარჩება.
როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ბელგიაში დაბრუნებას მალე შეძლებს. შეგახსენებთ, რომ გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერი 5 აპრილს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ესპანეთში მისი ექსტდრადიციის შესახებ გადაწყვეტილება კი გადადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები