ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტში მივიდა. კარლ ჰარცელი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება.
ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.
აღსანიშნავია, რომ ეს, ევროკავშირის ელჩთან, კახა კუჭავას თავმჯდომარის რანგში რიგით პირველი შეხვედრაა.