LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარი რომ გავაღეთ, ჩემი სიცოცხლით სავსე მეკო შემოგვეგება, უკან დედა მოჰყვებოდა, რომელიც ტიროდა და ბოდიშის და პატიებას გვთხოვდა, ისე, თითქოს მისი ბრალი იყო ჩვენ ყველას ასეთი ტკივილი და გულის გაგლეჯვა … მერე აღარაფერი არ მახსოვს“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი

2542
site_715X400 (17)

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნანუკა იმ დღეს იხსენებს, როდესაც მამა გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა.

„ხშირად მახსენდება , ის ძალიან გადავიწყებული დღე და წამი …
მახსოვს აუზზე ვიყავით მე და ნინი დაგვირეკეს და გვითხრეს, მალე წამოდით მეკო ცოტა შეუძლოდააო …(მეკო ბებო) ავკრიფეთ ნივთები და ჩავსხედით მანქანაში.

იმ წამიდან თითქოს მე და ნინი ერთმანეთს აღარ ვკონტაქტობდით. მანქანაში გვერდიგვერდ ვისხედით. 40 წთ-ის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია. ტელეფონები ხელში გვეჭირა და არც გაგვიხსნია, რომ “დაგვესქროლა” ასე გაყინულები ვისხედით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც მე და არც ნინი ერთი წამითაც არ ვივლებდით თავში აზრად მამაზე ცუდს…. ერთს ვოცნებობდი, სადარბაზოში მისულს ლიფტის მოლოდინში მყოფს, კარი ღია არ დამხვედროდა.

მართლაც, ავედით და 1 წამით გავცოცხლი ისევ , რადგან კარი დახურული დამხვდა იქ 1 წამით მეტი სიცოცხლე და იმედი მომემატა, კარი რომ გავაღეთ, ჩემი სიცოცხლით სავსე მეკო შემოგვეგება, უკან დედა მოჰყვებოდა, რომელიც ტიროდა და ბოდიშის და პატიებას გვთხოვდა, ისე, თითქოს მისი ბრალი იყო ჩვენ ყველას ასეთი ტკივილი და გულის გაგლეჯვა …
მერე აღარაფერი არ მახსოვს“ . – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში.

ხშირად მახსენდება , ის ძალიან გადავიწყებული დღე და წამი …

მახსოვს აუზზე ვიყავით მე და ნინი დაგვირეკეს და გვითხრეს…

Posted by Nanuka Gogichaishvili on Saturday, September 30, 2023

 

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი, მხიარული საღამო იყო.. სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით… მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე, რომ სულ ჩვენ ვართ“ – ნათია ბანძელაძის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები