LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა: შალვა პაპუაშვილი

46
პაპუაშვილი-210313121826

ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამან კარგი შედეგი გამოიღო.

მისი განმარტებით, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა შესძინა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „თუ ვინმეს საყვედური ეთქმის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ოპოზიცია, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“.

“ამ შეთანხმების ბედი თავად ოპოზიციამ გადაწყვიტა იმით, რომ ცალმხრივად არ შეუერთდა. ცალმხრივად ვალდებულებების აღებას აზრი არ ჰქონდა. პირიქით, კარგია, რომ ანულირდა. საერთო ჯამში, თუ დავფიქრდებით, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა სწორედ რომ ახლა შესძინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები