LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი შეხვედრა იყო, კმაყოფილი ვარ და ვენდობი შოთაძეს” – თეონა თამაზაშვილი

525
თეონა-თამაზაშვილი-გარდაცვლილ-თეონა-ბაჩალიაშვილის-დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრა გენერალურ პროკურორთან დასრულდა. ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ის შეხვედრით კმაყოფილია და გენერალურ პროკურორს ენდობა. თამაზაშვილი ასევე ამბობს, რომ პროკურორი, რომელმაც მის მიმართ ბულინგი განახორციელა, საქმიდან გაყვანილია. მისივე თქმით, საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა.

„კარგი შეხვედრა იყო. კმაყოფილი ვარ და ვენდობი შოთაძეს. ამერიკის ფედერალური ბიურო მეტნაკლებად უკვე ჩართულია. გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. პოსტს არ ტოვებს, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია“ – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები