თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ უბანში ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ქუჩა გაიხსნა – ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს თბილისის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ავრცელებს.
„ჩვენი მეგობრის, კარგი „ოქროს უბნელის“ და ღირსეული თბილისელის ქუჩა გავხსენით გუშინ“, – წერს ზურაბ ჩიკვილაძე.
ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია 2018 წელს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.