კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობსა და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს მოუწოდა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იყოს მაგალითი სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა განცხადება „რუსთავი 2“- ის ეთერში გააკეთა.
წულუკიანი მიიჩნევს, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია უნდა დატოვოს, რადგან თავად მინისტრს არ გააჩნია ბერკეტი ამის გასაკეთებლად.
„ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა.
კარგი იქნება თუ ბესო ზანგური დღესვე სასწრაფოდ დატოვებს თეატრს“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება რობერტ სტურუას თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება არანარირად არ იგეგმება.
შეგახსენებთ, ნინუცა მაყაშვილმა “ფარული კონვერტის” ეთერში ძალადობის ფაქტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 11 წლის წინ ყოფილი მეუღლის, მსახიობ ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.