LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ტერაქტებზე, კიევში არ მიიღება“ – პესკოვი კრემლზე დრონით თავდასხმაში შტატებს ადანაშაულებს

121
პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლზე დრონით თავდასხმისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას.

საერთაშორისო მედიის მიერ დასმულ კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა კრემლს, რომ შეტევის უკან აშშ დგას, პესკოვმა უპასუხა, რომ ეს ასეა „უდავოდ.“

თინა კანდელაკი: „კითხვას ვსვამ: რუსეთი უძლებს თუ ნებდება?“

კრემლის პრესსპიკერის თქმით, უკრაინისა და შტატების ხელისუფლების განცხადებები, რომ ისინი კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმაში არ მონაწილეობდნენ, სასაცილოდ გამოიყურება. პესკოვის განცხადებით, „მოსკოვმა იცის, რომ კიევი ვაშინგტონის კარნახით ირჩევს დარტყმის საშუალებებსაც და მიზნებსაც.“

„დაუჯერებელია!!“, „იქნებ ახლა მართლა დაიწყოს?“ – სიმონიანი და სკაბეევა კრემლზე თავდასხმას ეხმიანებიან

რუსული მხარე ამ ფაქტს პრეზიდენტ პუტინის მკვლელობის მცდელობად აფასებს

„ამის უარყოფის მცდელობები – როგორც კიევში, ისე ვაშინგტონში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მსგავს ქმედებებზე, მსგავს ტერაქტებზე, კიევში არ მიიღება. ამას ხშირად ოკეანის გაღმაც კარნახობენ“, – განაცხადა კრემლის სპიკერმა.

პესკოვის მტკიცებით, მომხდარის მიუხედავად, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მშვიდადაა.

„თქვენ იცით, რომ ასეთ რთულ, ექსტრემალურ სიტუაციებში პრეზიდენტი ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს. ამიტომ, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.“ – დაძინა დმიტრი პესკოვმა.

კრემლი – კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები