LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისიც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება: ნინო ბურჯანაძე კობახიძეს პასუხობს

767
ნინო ბურჯანაძე

„ირაკლი, ერთი კარგად დააკვირდი, რას ლაპარაკობ და ისიც გაიხსენე, ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის ეგრე მოხსენიება. შენ თუ არ გახსოვს, მამაშენს ჰკითხე. ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს დააკლებენ ამ სახელმწიფოს, ჩვენ მხოლოდ შევმატებთ,” – ეს განცხადება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს საპასუხოდ გააკეთა და აღნიშნა, რომ  სახელმწიფოს სწორედ “კობახიძეებიღარიბაშვილები და ივანიშვილები დაანგრევენ.”

“ამ სახელმწიფოს უჩვენოდ „გადასარევად“ დააკლებენ, დაანგრევენ და დააკანონებენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები. მეტი რა უნდა დააკლონ სახელმწიფოს, რაც დღეს გააკეთეს და ევროკავშირში მივდივართ, ხომ? დაუჯდებათ ფასი. ჩვენ ნამდვილად არაფერს დავაკლებთ ამ ქვეყანას, მხოლოდ შევმატებთ და ვიბრძოლებთ, რომ კომიკური ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურა არ დამყარდეს საქართველოში. ცოტა ისეთი დიქტატურა რომ იყოს, კიდევ არაუშავს, ან შეგეშინდება, ან შეეგუები. ახლა კობახიძის დიქტატურა ნამეტანი სასაცილოა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თანამედროვე ბოლშევიკები, სააკაშვილები, გვარამიები, ბოკერიები, მელიები, ბურჯანაძეები, ჩხეიძეები და ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ“.