LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ: ნიკოლოზ ბასილაშვილი

138
BeFunky-collage (1)

“კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ”,-ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეტოქესთან საინტერესო დაპირისპირება ელის.

“ძალიან მიხარია, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ ოლიმპიადაზე. პირველ თამაშს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ამ ტურნირზე ერთ-ერთი ყველაზე რთული პირობებია, სადაც აქამდე მითამაშია. ძალიან მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა. კარგი მოწინააღმდეგე მყავდა, ესპანელი, შემდეგი შეხვედრა კი მექნება იტალიელთან, აქამდე მასთან ერთხელ მაქვს ნათამაშები, სადაც წავაგე, ამიტომ საინტერესო თამაში იქნება. კარგ ფორმაში ვარ და იმედია, ოლიმპიადას მაღალ დონეზე ჩავატარებ”,-განაცხადა ბასილაშვილმა.

ცნობისთვის, ტოკიო 2020-ის პირველ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმიპირველ შეხვედრაში ესპანელ ბაენას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში სძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები