ექიმი კარდიოლოგებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჯგუფმა ისაუბრა იმ პროდუქტებზე, რომელთა გამოყენებაც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.
ექსპერტთა აზრით, რაციონში ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობა ათეროსკლეროზის განვითარებას და სისხლში ქოლესტერინის დონის მომატებას უწყობს ხელს. ამ გართულებების თავიდან ასარიდებლად კი რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.
თევზი
კვებით რაციონში თევზის დამატება აუცილებელია. იქნება ეს სარდინი, თინუსი, სკუმბრია თუ კალმახი თქვენს გულს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
ექიმებმა სასარგებლო პროდუქტთა სიაში დაასახელეს – ავოკადო, თხილი და სალათის ფურცელი.
ავოკადო სავსეა ჯანსაღი ცხიმით და კალიუმით, ეს უკანასკნელი კი გულის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტს წარმოადგენს.
თხილი, კერძოდ კი ნუში და ნიგოზი ასევე სასარგებლო ცხიმების შემადგენლობითაა ცნობილი.
მცენარეული ზეთები – შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, A და E ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს. ძალიან სასარგებლოა ზეითუნის, სეზამის, სელის და გოგრის ზეთი. თანაც მათი მოხმარებით არამხოლოდ გული, არამედ კანიც ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს.
ფოთლოვანი ბოსტნეული
ბროკოლი, რუკოლა და ისპანახი – შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, კალციუმს, K, C, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
ეს ვიტამინი სისხლის შედედების რისკს ამცირებს, იცავს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს დამცავი უჯრედების ფუნქციას.