ყოველ წელს, კარდაშიანების ოჯახი წინასაშობაოდ მისალოც ბარათებს უშვებს, სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით არის ხოლმე გამოსახული. ამჯერად მათ ეს ტრადიცია დაარღვიეს და ბარათზე საკუთარი ბავშვები გამოსახეს. მისალოცზე თქვენ ნორტს უესტსა და კორტნი კარდაშიანის შვილებს – რეინს, მეისონსა და პენელოპას იხილავთ.
აღსანიშნავია, რომ შარშან კარდაშიანებს მისალოცი ბარათი არ წარმოუდგენიათ. მიზეზად მათ დროის უქონლობა დაასახელეს.