რეალითი შოუს – „კარდაშიანების ოჯახის“ ისტორია სრულმეტრაჟიან ფილმად გამოვა. ცნობილი ოჯახის ეკრანიზაციაში 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აღნიშნული ისტორია „კარდაშიანების დინასტიის“ ავტორმა იან ალპერინმა გაავრცელა.
მისი თქმით, გადამღები სტუდიის მთავარი მოთხოვნაა, ფილმში მონაწილეობა თავად ოჯახის წევრებმა მიიღონ.