LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანები და კარა დელევინი The Weeknd-ის კონცერტზე (ფოტოები)

60

ლოს-ანჯელესში  10 დეკემბერს „გრემიზე“ ნომინირებული მუსიკოსის – The Weeknd-ის კონცერტი ვარსკვლავებით გაივსო. კონცერტზე დასასწრებად კარდაშიანები არასრული შემადგენლობით მივიდნენ, მათ შორის ქორთნი და ქლოე კარდაშინები, კრის, კაილი დ კენდალ ჯენერები. საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო კონცერტს კიმ კარდაშიანი მეუღლესთან ერთად.

კარდაშიანი-ჯენერების ოჯახი განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა კონცერტზე. ქლოე კარდაშიანი სექსუალურ შავ კაბაში პოზირებდა ფოტოგრაფებთან, ელეგანტურ შავ ანსამბლში გამოცხადაა ქორთნი კარდაშიანიც, როკ-ენ-როლის სტილი აირჩია კრის ჯენერმა, კაილი ჯენერი უჩვეულოდ სპორტულად გამოიყურებოდა, ხოლო კენდალ ჯენერს ტყავის ორეული ეცვა, რომელსაც ბეწვის მოსასხამი ამშვენებდა. კენდალს მალევე მისი მეგობარი, მოდელი კარა დელევინიც შეუერთდა, რომლის ჩაცმის სტილიც ბევრად სადა და ნატურალური გახლდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები