LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარაპს მედლაინი” მომხმარებელს საახალწლოდ სპეციალურ ფასებს სთავაზობს

13015243_1096894857016468_1159864015459648721_n

კლინიკაკარაპს მედლაინი 20 წლის ხდება. თანამედროვე ტექნოლოგია, მაღალკვალიფიციური კადრები და პაციენტის ინტერესებზე ორიენტირებული – ეს ის ფაქტორებია, რაც კლინიკას ლიდერის პოზიციას მუდმივად უნარჩუნებს.

გარდა ამისა, „კარაპს მედლაინი” ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე. საახალწლოდ კლინიკა საკუთარ პაციენტებს სპეციალურ ფასებს და საჩუქრებს ჰპირდება. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე „კარაპს მედლაინში” მოქმედებს 10 %-იანი ფასდაკლება. ხოლო ორი ოპერაციის ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ბოტოქსის, ან ფილერის პროცედურას.

ცნობისთვის, კლინიკა „კარაპს მედლაინი“ 1998 წელს დაარსდა. საწყის ეტაპზე კლინიკის მთავარი მიმართულება რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგია გახლდათ, 2001 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა.

2014 წლიდან კლინიკა „კარაპს მედლაინი“ “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჯგუფს შეუერთდა. კორპორაცია დღეისათვის ფლობს ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს საქართველოში და მართავს 78 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში.

კლინიკის მენეჯმენტი უმთავრეს პრიორიტეტად კომპანიის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობის ამაღლებას, პაციენტთა მოთხოვნილების გაზრდის უზრუნველყოფას და კვალიფიციური კადრების დასაქმებას მიიჩნევს. „კარაპს მედლაინი” მაქსიმალურადაა ორიენტირებული მომხმარებელის ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელს შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომერზე: 577 22 99 22

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები