LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინში მყოფმა მამაკაცმა ძაღლი ჩიფსების საყიდლად გაუშვა

124
dogchipsnews

ამ არც თუ ისე მარტივ დროში, როდესაც მედიკოსები ყველას ურჩევენ რომ სოციალური დისტანცია დაიცვან და სახლები მხოლოდ საპატიო მიზეზის გამო დატოვო, ბევრი ადამიანი საკითხს ძალიან კრეატიულად მიუდგა და ყოველდღიური ცხოვრება მაქსიმალურად საინტერესო გახადა.

პანდემიის დამსახურებით ისეთი მარტივი რამეც კი როგორიცაა მაღაზიაში წასვლა, დიდი რისკის შემცველ აქტიოვობად გადაიქცა. სწორედ ამიტომ, მექსიკელმა მამაკაცმა რომელსაც ჩიფსი ძალიან მოუნდა, უჩვეულო გამოსავალი მოძებნა.

„უკვე სამი დღე იყო გასული რაც კარანტინში ვიყავი და ჩიფსი ძალიან მომინდა..“ – იხსენებს ანტონიო მუნოსი.

ანტონიომ გადაწყვიტა, რომ სურვილის ასრულება ოთხფეხა მეგობრისთვის მიენდო. მან თავის ჩიხუახუას ფული და წერილი საბელზე დაუმაგრა და გზის მეორე მხარეს მდებარე მარკეტისკენ გაუშვა.

წერილი ასეთი შინაარსის იყო:

„გამარჯობა, ბატონო გამყიდველო. გთხოვთ ჩემს ძაღლს ჩიფსები მისცეთ სტაფილოსფერ შეფუთვაში და არა წითელში, რადგან ის ძალიან ცხარეა…

საბელზე მიმაგრებულია 20 დოლარი. გაფრთხილებთ: თუ ძაღლს ცუდად მოექცევით, შესაძლოა, გიკბინოთ“

ცუგა თავიდან საკმაოდ დაბნეულად გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მან დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა და პატრონს დაბარებული ჩიფსი მიუტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები