LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინის ,,რომეომ და ჯულიეტამ” ერთმანეთი აივნიდან გაიცნეს და უკვე დაქორწინებას გეგმავენ

4121
paolanews

კარანტინის რომეო და ჯულიეტას ისტორიას ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა. იტალიელი წყვილი რომელიც მეზობელ სახლებში ცხოვრობდა, მთელი 10 კვირა სახლიდან არ გამოსულა. ეს დრო ერთმანეთის შესაყვარებლად სრულებით საკმარისი აღმოჩნდა.

კორონავირუსი სიყვარულს ხელს ვერ უშლის  და ამის ნათელი მაგალითი ვერონელი  შეყვარებული არიან.

პაოლა აგნელი და მაიკლ ალფაოსი ერთმანეთს პანდემიის პიკის დროს შეხვდნენ. 40 წლის პაოლამ 38 წლის მაიკლი აივანზე ყოფნის დროს დაინახა. ამ დროს მთელი ვერონა გარეთ იყო გამოსული და ერთმანეთს სიმღერით ამხნევებდა. პაოლა თავის მუსიკოს დას ვიოლინოზე დაკვრაში ეხმარებოდა. მაიკლმა ის ადვილად შეამჩნია, მოეწონა, ინსტაგრამზე იპოვა და მალევე მიწერა.

კორონავირუსის შეზღუდვების გამო წყვილი შეხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ მათ დისტანციური ურთიერთობა დაიწყეს. ისინი პირველ პაემანზე მაისის თვეში, იქვე მდებარე პარკში წავიდნენ.

ურთიერთობა ძალიან მალე განვითარდა და თანამედროვე რომეო და ჯულიეტა უკვე ქორწილის დეტალებს აგვარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები