LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KAR.GE ქართული პროდუქციის ექსპორტის კატალოგს წარადგენს

255

2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ მოძრაობა KAR.GE-ს მიერ გამოცემული KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018-ს პრეზენტაცია შედგება. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირებაა.

KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018 ყოველწლიური ინგლისურენოვანი გამოცემაა, რომელიც უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან.

კატალოგებში 42 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი: აგროქიზიყი, ანასეულის კომბინატი, აპექსი, აქვა გეო, ბარამბო, ბებოს ნობათი, ბიოსიო, გეოპლანტი, გერმანელი ყასაბი, გრეიფი, გრინპაკი, დეკა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ენ ერ ჯი ჯორჯია, ვესტ ინვესტი, კამარა, კამპა, ლაერტონ თბილისი, მადლიანი 2017, მაისტერბრაუ, მარიამ გიორგაძე MG, მარნეტი, მედა ბრაითი, ნაზვრევი, ნიკორა, ნოვა, ნუტრიმაქსი, საქკაბელი, სტარ კონსალტინგი, სტარტი, სტოუნ არტი, ტყიბულის ჩაი, ფარავან პერლიტი, ფარკონი, ფრეკო, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, ხილარი, ჯააძის თაფლი, ჯეო მულჩი.

მოძრაობა KAR.GE უამრავი პარტნიორის მხარდაჭერით KAR.GE Export Catalogue 2018-ს მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით გაავრცელებს. ქართულენოვანი ელექტრონული “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი” კი უფრო მასშტაბურად გავრცელდება ინტერნეტით მთელი წლის განმავლობაში.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგელები, კატალოგში ჩართული ადგილობრივი მწარმოებლები, მოძრაობა KAR.GE-ს პარტნიორები და თანამოაზრეები, ბიზნეს ასოციაციები, ექსპორტიორები, ანალიტიკოსები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. ყველა სტუმარს ბეჭდური კატალოგები საჩუქრად გადაეცემა. იქვე შედგება რამდენიმე ახალი ქართული წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია. დასასრულს აუდიტორიას წარედგინება მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები