LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ, რასაც დავპირდი, მაქსიმალურად დავეხმარები: სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე

100
1-12-1

“მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმარებოდი დაკანონებაში” – “ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ ისეთ რამეს არ დაჰპირდებოდა, რაც კანონის ჩარჩოებში არ ჯდება.

“სამგორი თბილისის მეოთხედს მოიცავს. არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელია დავეხმარებოდი დაკანონებაში. თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლოაბში 1 000-ზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება. მე მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. ვერ დავპირდებოდი ვერავის ისეთს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. ვპირდებოდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდი, თუმცა სახლები ბოლო სამ თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი. ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ. მე, რასაც დავპირდი,  მაქსიმალურად დავეხმარები” – თქვა სუბარმა.

“ბავშვებს შეშა არ აქვთ რომ გავათბო და მე ყვითელი მარშუტკების „გარჟში“ მძინავს” – აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

აფრიკის დასახლებაში დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ, ნებართვის გარეშე აშენებული ნაგებობების დემონტაჟი დაიწყო.

ადგილზე მიყვანილია მძიმე ტექნიკა.

დაპირისპირება აფრიკის დასახლებაში, დაკავებულია 8 პირი: შსს

საია მოუწოდებს მერიას, შეაჩეროს ნაგებობების დემონტაჟი, რათა ადამიანები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში

 

დედაქალაქში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი სხვადასხვა დროსაც განხორციელებულა. გახმაურებული ფაქტი ამავე მიზეზით, 2007 წელს, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟსაც უკავშირდება. იმ პერიოდში თბილისის მერის პოსტს გიგი უგულავა იკავებდა და მას სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი მკაცრად აკრიტიკებდა.  ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი უკანონოდ იყო აშენებული.  განვითარებულ მოვლენებს მაშინ სოზარ სუბარმა ”ბარბაროსული” უწოდა და განაცხადა, რომ ”როცა საკუთრებას ასე ხელაღებით ვეპყრობით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ კონსტიტუციურ ქვეყანაში.” (არქივი)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები