LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონი “ამნისტიის შესახებ” ძალაში შევიდა: ვინ და როდის ტოვებს საპატიმროებს

129
BeFunky-collage (2)

“ამნისტიის შესახებ” კანონის მიღების პროცედურა დასრულდა.

თითქმის ერთთვიანი განხილვის შემდეგ, 16 დეკემბერს დაინიცირებული კანონპროექტი კანონად იქცა, გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა.

შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში, კანონით გათვალისწინებული შეღავათები პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს იმ პირებზე, ვისაც ამნისტია ეხება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამვჯდომარემ, კანონპროექტის ავტორმა მიხეილ სარჯველაძემ უკვე მოუწოდა კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ შესაბამის უწყებას:

“მაქსიმალურად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაონ უშუალოდ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით”.- თქვა სარჯველაძემ.

ვის შეეხება კანონი:

წარმოდგენილი კანონპროექტით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან სსსკ-ით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

☑    ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ პატიმარს;

    10 ათასზე ავა იმ პირების რიცხვი, რომელიც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს;

    2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმებისთვის, დაახლოებით 4000-ს გადააჭარბებს ადამიანების რიცხვი, ვისაც აღნიშნული ამნისტია შეეხება;

    მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად – 20 წლის ვადით;

☑    ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად, აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

მიხეილ სარჯველაძემ მიულოცა იმ ადამიანებს, ვისაც ამნისტია შეეხება და მოუწოდა: “შეძლონ საკუთარ ცხოვრებაში ამ მინიჭებული შანსის რეალურად გამოყენება და საკუთარი ცხოვრების კარგად დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის”.

ინფორმაციას “ამნისტიის შესახებ” კანონისა და იმ მუხლების შესახებ, რომლითაც გათავისუფლდებიან მსჯავრდებულები, ვრცლად იხილავთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 11 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კანონი ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას ითვალისწინებს: 

იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, სასჯელისგან გათავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, დაზარალებულის თანხმობა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის თანხმობის მიღება დათქმულ, ერთი თვის ვადაში, სარჯველაძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში შედარებით ხანგრძლივი პერიოდია განსაზღვრული და ეს უშუალოდ მსჯავრდებულ პირზეა დამოკიდებული.

“დათქმების შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენას, ამისთვის განსაზღვრულია შედარებით ხანგრძლივი პერიოდი და ეს უკვე უშუალოდ მსჯავრდებულ პირებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ამ გაზრდილი ვადის, 6-თვიანი ვადის განმავლობაში წარუდგინონ შესაბამის უწყებებს ასეთი ინფორმაცია და მოიპოვონ ის შეღავათი, რომელიც მათ კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული”.

 

“ამნისტიის შესახებ” ახალი კანონპროექტი დაინიცირდა – ვინ დატოვებს საპატიმროებს?

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა