უეფას ოფიციალური საიტი დასრულებული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს აჯამებს და სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს.
ერთ-ერთი ასეთია ჯგუფური ეტაპის 10 საუკეთესო გოლი, რომელიც ქართველი გულშემატკივრების ყურადღებას მიიპყრობს და თან ძალზე სასიამოვნოდ.
ყველაზე კარგ გოლებს შორის საპატიო მეოთხე ადგილზეა ჯაბა კანკავას ახლახან გატანილი გოლი გერმანიის ნაკრების კარში. ჩვენმა კაპიტანმა ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც ”რეალის” სუპერბიჭები ბეილი და რონალდუ არიან.
პირველ ადგილზე ჩვენი ჯგუფელი შოტლანდიელი სტივენ ფლეტჩერი გავიდა, რომელმაც გიბრალტარს ორიგინალური გოლი გაუტანა.