ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის ხმის მიცემისას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისისა და კაპიტნის ჯაბა კანკავას არჩევანი ცნობილია.
ვაისმა პირველი ადგილი ლიონელ მესის მიანიჭა, მეორე – კრიშტიანო რონალდოს და მესამე – ლუკა მოდრიჩს.
ჯაბა კანკავამ ზუსტად გამოიცნო პირველი სამეული: მისი პირველი ადგილი რონალდოს ერგო, მეორე – ლიონელ მესის და მესამე – ნეიმარს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის “პალადიუმში” გაიმართა ფიფა-ს პრიზის – The Best-ის დაჯილდოების ცერემონია, სადაც 2016-17 წლების საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო დასახელდა.