LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის რომელი დაავადებები აქტიურდება გაზაფხულზე – სილამაზის აკადემია

6
ქეთევან ბერიანიძე

კანის რომელი დაავადებები აქტიურდება გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა ქეთევან ბერიანიძემ ისაუბრა.

კანის რომელი დაავადებები აქტიურდება გაზაფხულზე?

გაზაფხულის დადგომასთან ერთად პროვოცირდება კანის ის დაავადებები, რომელიც დაკავშირებულია სეზონურობასთან, ალერგიული ფონის მატებასთან და მზის სხივების უშუალო ზემოქმედებასთან.

  1. ფოტოდერმატიტი იგი კანის ანთებითი დაავადებაა, რაც უშუალოდ უკავშირდება მზის სხივების ზემოქმედებას, დაავადების სიმწვავე დამოკიდებულია სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე. დაავადება კლინიკურად გამოვლინდება სიწითლით, წვრილი კვანძოვანი და ბუშტუკოვანი გამონაყრის განვითარებით.
  2. ფსორიაზი ქრონიკული ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, მოსახლეობის 2-5% ფსორიაზითაა დაავადებული. დაავადება გამოვლინდება სხეულის გამშლელ არეებზე, თავის თმიან არეზე აქერცვლადი პაპულების განვითარებით.
  3. ჭინჭრის ციება – ქრონიკულად მიმდინარე დაავადებაა, ის შეიძლება სხვადასხვა ალერგენის ზემოქმედებით განვითარდეს, მათ შორის მზის სხივების ზემოქმედებით. გამოვლინდება ურტიკარული ელემენტებით, რასაც თან ახლავს შეშუპება და ქავილის შეგრძნება.
  4. ატოპიური დერმატიტი – იმუნური სისტემით განპირობებული დაავადებაა, რომელზეც გავლენას ახდენს გენეტიკური და გარემო ფაქტორები. დაავადების ძირითადი მიზეზია ეპიდერმალური ბარიერისა და ფილაგრენის გენია დეფექტი. ახასიათებს კანის სიმშრალე, აქერცვლა, ექსკორიაციები, ქავილი, ძილის დარღვევა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები