უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამჯერად „კანის კინოფესტივალის“ საორგანიზაციო ჯგუფი უერთდება. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, ნათქვამია, რომ კინოფესტივალი უარს ამბობს რუსული დელეგაციის მიღებაზე. ტექსტში ვკითხულობთ, რომ „კანის კინოფესტივალზე“ შესაძლოა განხილული იყო ინდივიდუალური არტისტების და რეჟისორების დასწრების საკითხი, თუ ისინი ღიად დაგმობენ პუტინის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
„მთელი მსოფლიო ახლა კრიზისშია. კანის კინოფესტივალი მზადაა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. რამდენად მცირე არ უნდა იყოს ჩვენი ზემოქმედების ბერკეტები, ვფიქრობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საყოველთაო ბოიკოტში“, – წერია განცხადებაში.
“უფრთხილდით უსიყვარულო ადამიანებს” – ჯიმ ქერი პოსტს ავრცელებს