უკანასკნელ პერიოდში კორონავირუსის გამო, უამრავი ღონისძიება, ტურნე და კონცერტი გადაიდო და აი, მას ახლა ისეთი მასშტაბური ფესტივალიც შუერთდა, როგორიცაა ,,კანის კინოფესტივალი”.
ფესტივალი 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, ის აღარ ჩატარდება. როგორც ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ფესტივალის გამართვა ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში. ფ
ესტივალის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის ახალი დაზუსტებული თარიღი ცნობილი გახდება, როგორც კი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.
[related_news id=”321625″ align=”left”]