LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ახალი საოჯახო სედანი

29

ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოპულარული ოჯახი 4 წევრისგან შედგება. შესაბამისად, ოჯახის წევრების მატებამ ავტოფარეხის განახლებაც მოითხოვა. ამის შესახებ პოპულარული ინტერნეტპორტალი Celebritycarsblog.com წერს.

როგორც კიმი და კანიე აცხადებენ, მათთვის მთავარი შვილების კომფორტი და უსაფრთხოებაა, შესაბამისად ავტომობილის შერჩევისას მათ ძალიან ბევრი იფიქრეს, რის შედეგადაც მათი ავტოფარეხის ახალი ბინადარი უახლესი Mercedes-Benz Maybach S600 გახდა.

ყველაზე საინტერესო კი ავტომობილის ფასი გახლავთ. წყვილმა ახალ ავტომობილში 200 000 დოლარი გადაიხადა….

წყვილმა ახალი ავტომობილის სურათი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და ასეთი წარწერა დაურთო ”ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ნორთი და სეინთი ახალი ავტომობილს უკანა სავარძელზე თავს კომფორტულად იგრძნობენ”.

 

Kim-Kardashian-Kanye-West-Mercedes-Maybach-600x471

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები