10 თებერვალს, კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა, კოლექტიური სასცენო სახელით – ¥$, კოლაბორაციული სტუდიური ალბომი – Vultures 1 გამოუშვეს. დისკი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლების მუსიკალური ტრილოგიის პირველი ნაწილია, რომლის წარსადგენად რამდენიმე მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართა.
ერთ-ერთი ასეთი დასკვნითი საღამოს დროს, იეისა და კიმ კარდაშიანის უფროსმა ქალიშვილმა, ნორსმა სადებიუტო ალბომზე მუშაობის შესახებ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მან მონაწილეობა მამის ახალი პროექტის შექმნაშიც მიიღო.
10 წლის გოგონას თქმით, მის პირველ კრებულს – Elementary School Dropout ერქმევა. საგულისხმოა, რომ კანიე უესტის სადებიუტო სტუდიური ალბომის სახელწოდებაა – The College Dropout.
ჯერჯერობით უცნობია, როდის უნდა ველოდოთ ფირფიტის რელიზს.