LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტის Ford-150-მა ღირებულების რეკორდი დაამყარა

42
kaniewest

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა გადაწყვიტა, რომ ვაიომინგის შტატში მდებარე რანჩო და მასთან ერთად Ford-ის ფირმის ავტომობილების კოლექცია გაეყიდა. 6 პიკაპი და ყველგანმავალი აუქციონზე გამოიტანეს და მოდელების საწყისი ღირებულება 5-5 დოლარი იყო. აუქციონმა ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია და შედეგად „ფორდები“ 434 780 დოლარად შეფასდა.

ყველა ავტომობილი შავ ფერშია შეღებილი, წარმოდგენილი იყო –  ორი ცალი Ford Expedition, ვერსია XLT Max და Limited Stealth, ორი პიკაპი Ford F-150 Raptor, სატვირთოები F-250 და F-350.

ლოტების ღირებულება ძალიან სწრაფად იზრდებოდა და 2019 წლის F-150 Raptor-ის ფასი რეკორდული 86 900 დოლარი გახდა.

რაც შეეხება თავად რანჩოს, ისიც იყიდება და უესტმა კომპლექსი 11 მილიონ დოლარად შეაფასა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები