LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი ავტომობილს გამოუშვებს და მის ვიზუალს ბოტასების დიზაინერს მიანდობს

63
donda

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი კანიე უესტი თავის ავტომობილს გამოუშვებს და მას სახელად Donda Foam Vehicle ერქმევა. მიუხედავად იმისა, რომ სიახლის შესახებ არანაირი ტექნიკური დეტალები არ ვრცელდება, ქსელში უკვე გავრცელდა პროექტის პირველი ფოტოები. იდუმალი ავტომობილი ერთდროულად ორ კონცეპტუალურ მოდელს ჰგავს და ორივე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდანაა.

ერთადერთი გამოსახულება რომელიც ამჟამად ქსელში არსებობს, მანქანის პროფილის გრაფიკულ ჩანახატს წარმოადგენს. კონცეპტ-ქარი დიდი საქარე მინით და უზარმაზარი საბურავებით გამოირჩევა. თანაც უკანა საბურავები წინაზე ბევრად დიდია. გარდა ამისა, ავტომობილს გვერდითი ფანჯრები და კარებიც არ აქვს.

არ არის გამორიცხული, რომ სიახლემ ელექტრონული აგრეგატი მიიღოს. თუკი კანიეს და ილონ მასკის მეგობრობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მომავლის ელექტროქარმა „ტესლას“ ტექნიკური შიგთავსიც კი გამოიყენოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები