რეპერი კანიე უესტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.
“ამერიკისადმი ჩვენი ერთგულება ღმერთის რწმენით უნდა გავაცნობიეროთ და გავაერთიანოთ ჩვენი ხედვები მომავლის ასაშენებლად. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ვიყრი კენჭს!” -წერს რეპერი.
აღნიშნული ტვიტის მიუხედავად, მედია წერს, რომ უცნობია, წარადგინა თუ არა რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტები რეპერმა და მართლა აპირებს თუ არა ის ბრძოლას ამერიკის პრეზიდენტობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ბევრ შტატში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა.
https://twitter.com/kanyewest/status/1279575273365594112?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1279575273365594112%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F151972%2Fkanie-uesti-kenchs-vikri-ashshis-prezidentad
“ტვიტერზე“ რეპერის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა ილონ მასკმა.
„შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“, – დაწერა მან განცხადების პასუხად.
ცნობისთვის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც რეპერი საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე საუბრობს.