თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კანიბალიზმის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ლუკა ჩიხლაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
“ინტეპრესნიუსის” ინცორმაციით, ჩიხლაძემ პროცესზე საკუთარი თავის წარდგენისას, მოსამართლის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ნასამართლევია მარიხუანას მოხმარებისთვის, 6 თვიანი სასჯელი მოიხადა და 5 წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.
პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორმა მოსამართლეს დასაბუთების დროს, თუ რატომ უნდა შეეფარდოს დაკავებულს პატიმრობა, განუცხადა, რომ არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.
“ნასამართლევია, პირობითი მსჯავრი აქვს და არსებობს მიმალვის საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ მას წინა მსჯავრის მოხდაც ემუქრება. მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, ჩანაწერში ნათლად ისმის, რომ მას აქვს მისწრაფება ცხედრის განადგურების მიმართ, ამიტომ მისი თავისუფლებაზე დატოვება საფრთხეს შეუქმნის მტკიცებულებებს”, – განაცხადა პროკურორმა.