ესპანურმა კლუბმა წარადგინა ფორმა, რომელზეც ადამიანის სხეულია გამოსახული კანის გარეშე.
შესაძლოა ეს არის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე უცნაური კომპლექტი.
ესპანეთის რიგით მეოთხე დივიზიონის კლუბმა ”დეპორტივო პალენსიამ” აჩვენა ახალი კომპლექტი, რომელიც სპორტული ტანსაცმლის იტალიურმა მწარმოებელმა ”კაპამ” დაამზადა.
კლუბმა ტვიტერში ონლაინ-ტრანსლაციაც გაამართა.
თავიდან თითქოს არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ამ კლუბზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდებოდა.